|
გაკვეილის
მთავარი თემა
|
ვაჟა-ფშაველას ლექსი ,, ჩემი ვედრება“
|
|
სწავლების საფეხური/ მოსწავლეთა პროფილი
|
IX
კლასი, 22 მოსწავლე
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ მუდმივი მღვიძარება, მოყვასის საკეთილდღეოდ
მაშვრალობა, ტანჯვის გაძლება, სიკეთით ბოროტების
ძლევა ჭეშმარიტი გზაა, რომელიც უფალმა მოუნიშნა
ადამიანს. განუვითარდეთ გააზრებული კითხვის,
ანალიტიკური აზროვნებისა და კრიტიკული მსჯელობის უნარი.
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ როგორი კეღილშობილი,სულიერად ძლიერი პიროვნება
იყო ვაჟა-ფშაველა. გამოუმუშავდეთ ტექსტის
გააზრება- გაანალიზების ,აუდიტორიის წინაშე თავიანთი თვალსაზრიის და დამოკიდებულების
გამოხატვის უნარი; ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
ქართ.IX.
1. მოსწავლეს შეუძლი მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ სააკითხზე.
ქართ.IX.2.
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი
მხატვრული და არა მხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება
და მატ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.IX.8. მოსწავლეს
შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
|
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ვაჟას ბიოგრაფია, ნასწავლი აქვთ პოეტის რამდენიმე
ლექსი.
გააჩნიათ ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის, საინფორმაციო ტექსტზე მუშაობის
უნარ- ჩვევები.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია,კითხვა-პასუხი. შევაფასებ
წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით.
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი, სტიკერები,სლაიდი,პროექტორი, კომპიუტერი.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A ფაზა-გამოწვევა 5წთ.
კლასს ვაცნობ გაკვეთილის თემას და ვუსვამ კითხვებს: ლექსი ,,ჩემი ვედრება’
იწყება ასე ,,ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია’,
1. როგორ ფიქრობთ,რას შეიძლება სთხოვდეს პოეტი უფალს?
2.თქვენ თუ გითხოვიათ უფლისთვის
რამე? 3.საერთოდ რას ითხოვენ ხოლმე ადამიანები უფლისგან?
პარალელურად მოსწავლეებს ეკრანზე ვაჩვენებ შესაბამის თვალსაჩინოებას.
B-შინაარსის რეალიზება
მოსწავლეებს წავუკითხავ ლექსს ვაჟა -ფშაველას ,,ჩემი ვედრება“.
ჯგუფური მუშაობა 10 წთ.
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს ვაძლევ ლექსიდან მონაკვეთს და ვთხოვ,
გააკეთონ ტექსტის პერიფრაზი, გადმოსცენ ავტორის
სათქმელი. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას. 5 წთ.
აქტივობა -კითხვა-პასუხი
10.წთ
კლასს ვუსვამ კითხვებს:
პარალელურად მოსწავლეებს ვაჩვენებ სლაიდებს.
1რა არის ლექსის ლირიკული გმირის პირველი და უმთავრესი სათხოვარი უფლისადმი?
2.როგორ გესმით სიტყვები: ,,ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა“?
3.ლექსის მიხედვით რა არის ,,წმინდა ხელობა“?
4. რატომ ამბობს ლექსის ლირიკული გმირი: ,, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული“?
5. ხომ არ ეწინააღმდეგება ლირიკული გმირი საკუთარ თავს, როდესაც ჯერ
უფალს ,,დაჩაგრულების მცველად ყოფნას შესთხოვს, შემდეგ კი ევედრება: ,,არა მწადიან
ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევაო“?
6.ძლიერი პიროვნებაა ლექსის ლირიკული გმირი თუ სუსტი?
ინდივიდუალური მუშაობა 5.წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ დამოუკიდებლად წაიკითხონ რუბრიკა-მხატვრული ანალიზის
ელემენტები-,, გარითმვის ხერხები- მოსაზღვრე
და ინტერვალიანი რითმა“.
კითხვა -პასუხი
ვსვამ კითხვებს , რომ გავიგო სწორად
გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა წაკითხული. ვეკითხები, გარითმვის რომელი ხერხითაა დაწერილი ვაჟა-ფშაველას ,, ჩემი
ვედრება“? აქვე ვაწვდი ინფორმაციას ასტროფული ლექსის შესახებ.
C ფაზა-რეფლექსია 10. წთ.
მოსწავლეებს დავურიგებ ინდივიდუალურად
ბარათებს და ვთხოვ დაწერონ, რა დაამახსოვრდებათ
კლასის დატოვების შედეგ.
შევაჯამებ გაკვეთილს.
შევაფასებ მოსწავლეებს და მივცემ საშინაო დავალებას, ვაჟა- ფშაველას
ლექსი ,, ჩემი ვედრება“ ისწავლონ ზეპირად.
დაწერონ ესე: როგორ წარმომიდგენია
ძლიერი ადამიანი.
|
გაკვეთილის გეგმები
Подписаться на:
Комментарии (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий