პროექტი


პროექტის სახელწოდება: ხალხში გაბნეული მარგალიტები
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ სამეგრელოში არსებულ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს რამაც შეიძლება მის სიცოცხლისუნარიანობას საფრთხე შეუქმნას. ამიტომ დავგეგმავ მინი ლექციას, მოსწავლეებს ავუხსნი, რაოდენ  მნიშვნელოვანია ხალხში გაბნეული მარგალიტების  ცოდნა და გათავისება, რომ ეს საგანძური მომავალ თაობებს არ დაეკარგოს. პროექტზე მოშაობას ერთად შევიმუშავებთ პროექტს, სამუშაო გეგმას და გავანაწილებთ დავალებებს.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები მოიძიებენ ჩვენს კუთხეში, სამეგრელოში, არსებულ ზეპირსიტყვიერების  ნიმუშებს. გაიაზრებენ, რომ მათი ვალია ამ საგანძურის გათავისება, გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან  სამეგრელოში არსებულ  ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, გაიაზრებენ, თუ საიდან მოდიან და როგორი ძლიერია მათი ფესვები. განავითარებენ კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარ- ჩვევებს.
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 2  თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის ფარგლებში შეიქმნება კედლის გაზეთი, ელექტრონული ჟურნალი, ფოტოალბომი.მასალები განთავსდება ვებ-გვერდზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,სლაიდები,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად:
პირველ ჯგუფს ვავალებ, მოიძიონ  სამეგრელოს რეგიონში  გაბნეული ხალხური ლექსები და ბალადები.დავალების შესასრულებლად შეხვდნენ მოსახლეობას, ისარგებლონ ინტერნეტით და ბიბლოკეთაში  არსებული ლიტერატურით
მეორე ჯგუფმა მოიძიოს   ჩვენს კუთხეში გაბნეული ხალხური  გამონათქვამები და ანდაზები.დავალების შესასრულებლად შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას,ისარგებლონ
ინტერნეტით და ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურით.
მესამე  ჯგუფს ვავალებ მოიძიოს მეგრული ფოლკლორის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა.
გაიმართება შუალედური პრეზენტაციები.
დავიწყებთ ინფორმაციის დამუშავება- დახარისხებას.
გამოვუშვებთ კედლის გაზეთს და ელექტრონულ ჟურნალს.
მოვაწყობთ ლიტერატურულ საღამოს ,,მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“.
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები :ფოტოები, სლაიდები განთავსდება ვებ- გვერდზე.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნაზო შენგელია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nazoshengelia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nazoshengelia.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий